ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 266
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 348 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 2
კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში
გამოვლენილია 120 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 45, ქვემო ქართლი
-20, შიდა ქართლი - 18, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 15,
კახეთი - 11, მცხეთა-მთიანეთი -11, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი
და ქვემო სვანეთი - 2.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 652 235 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 632 194 გარდაიცვალა 16
781 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები