ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 148
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 425 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 1
კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 65 შემთხვევა, აჭარა - 5, იმერეთი - 18, ქვემო
ქართლი - 8, შიდა ქართლი - 11, გურია - 12, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 14, კახეთი - 13, მცხეთა-მთიანეთი -0, სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 651 470 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 631 434, გარდაიცვალა 16
771 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები