ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 273
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 577 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 1
კი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში
გამოვლენილია 101 შემთხვევა, აჭარა - 17, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი
- 19, შიდა ქართლი - 21, გურია - 21, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17,
კახეთი - 21, მცხეთა-მთიანეთი -6, სამცხე-ჯავახეთი - 6, რაჭა-ლეჩხუმი
და ქვემო სვანეთი - 7.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 981 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 630 564, გარდაიცვალა 16
766 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები