დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
7 აპრილის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 863 384 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია ადამიანი 1 362 238 ,>18 ასაკის
მოსახლეობის 47.4%, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 1 257 713 ადამიანი ,
>18 ასაკის მოსახლეობის 43.8%.
NCDC-ის ცნობით, ბუსტერ დოზით აცრილია 240 272;
12-15 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 4 137 (2.33%), ხოლო
სრულად აცრილია - 3 271 (1.84%).
ამასთან, 16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 615
(15.56%), ხოლო სრულად აცრილია- 11 159 (13.76%).
ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქალაქეებს შეუძლია დარეკონ 1522 ან
ეწვიონ
booking.moh.gov.ge-ს.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს
გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა
აპრილის თვეშიც გრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები