ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 324
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 721 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 324 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 165 შემთხვევა, აჭარა - 11, იმერეთი - 37,
ქვემო ქართლი - 13, შიდა ქართლი - 26, გურია - 23, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 19, კახეთი - 17, მცხეთა-მთიანეთი -5, სამცხე-ჯავახეთი - 3,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 650 708 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 629 987, გარდაიცვალა 16
765 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები