ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 208
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - 685 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 2 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 649 430 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 628 643, გარდაიცვალა 16
758 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები