ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 217
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 592 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 5 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 34,
ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, გურია -23, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 12, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 649 222 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 627 958, გარდაიცვალა 16
756 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები