ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 599 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3
846 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 7
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა,
აჭარა - 19, იმერეთი - 72, ქვემო ქართლი - 20, შიდა ქართლი - 36,
გურია - 46, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 43, კახეთი - 41,
მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი - 5, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო
სვანეთი - 20.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 644 711 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 608 441, გარდაიცვალა 16 688 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები