ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 1 053
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 067 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან
თბილისში გამოვლენილია 447 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 143,
ქვემო ქართლი - 37, შიდა ქართლი - 65, გურია - 84, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 99, კახეთი - 76, მცხეთა-მთიანეთი - 28, სამცხე-ჯავახეთი -
13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 27.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 643 295 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 601 578 , გარდაიცვალა 16
678 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები