ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 475
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 507 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 20 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 475 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 267 შემთხვევა, აჭარა - 18, იმერეთი - 60,
ქვემო ქართლი - 18, შიდა ქართლი - 14, გურია - 32, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 22, კახეთი - 27, მცხეთა-მთიანეთი - 5, სამცხე-ჯავახეთი -
8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 874 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 598 286, გარდაიცვალა 16
663 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები