ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 823
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 445 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 24 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 823 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 440 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 121,
ქვემო ქართლი - 22, შიდა ქართლი - 47, გურია - 45, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 47, კახეთი - 51, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი -
10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 635 509 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 585 885, გარდაიცვალა 16
554 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები