ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში
კორონავირუსის კიდევ 6 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 909
კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 43
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 584 454 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 477 481, გარდაიცვალა 16 097პაციენტი.
თბილისში 2 619 გამოვლინდა, აჭარაში
- 371, იმერეთში – 1 019, ქვემო ქართლში – 309, შიდა ქართლში – 427,
გურიაში – 293, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 468, კახეთში – 402,
მცხეთა-მთიანეთში – 137, სამცხე-ჯავახეთში – 124, რაჭა-ლეჩხუმსა და
ქვემო სვანეთში – 67.
22 თებერვლიდან საქართველოში
რეგულაციები შემსუბუქდა. ნებადართულია ქელეხისა და ქორწილის გამართვა,
მუშაობის უფლება მიეცათ კლუბებს, რესტორნებში სტუმრების რაოდენობაზე
შეზღუდვა მოიხსნა, დაწესებულებებში აღარ არის სავალდებულო
თერმოსკრინინგის გავლა. 22 თებერვლიდან გაუქმდა კოვიდსასტუმროები.
მანამდე, პირველი თებერვლიდან გაუქმდა ე.წ. მწვანე
პასპორტი.
ამ დრომდე მოქმედებს პირბადის
ტარების ვალდებულება.
საქართველოში კორონავირუსის პირველი
შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები