ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 7 482
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 603 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 32 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 591 936 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 462 572, გარდაიცვალა 16
054 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში
გამოვლენილია 3 272 შემთხვევა, აჭარა – 406, იმერეთი – 1 266, ქვემო
ქართლი – 310, შიდა ქართლი – 455, გურია – 279, სამეგრელო-ზემო
სვანეთი – 528, კახეთი – 599, მცხეთა-მთიანეთი – 173, სამცხე-ჯავახეთი
– 118 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია
სივრცეში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები