ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 455
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 206 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 41 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 584 454 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 447 969, გარდაიცვალა 16
022 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან: თბილისში
გამოვლენილია 3 548 შემთხვევა, აჭარა - 624, იმერეთი - 1 438, ქვემო
ქართლი - 363, შიდა ქართლი - 520, გურია - 358, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 546, კახეთი - 664, მცხეთა-მთიანეთი - 174, სამცხე-ჯავახეთი
- 144, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია
სივრცეში.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები