დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი COVID-19-ის საწინააღმდეგო
ვაქცინაციის სტატისტიკას აქვეყნებს.
20 თებერვლის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 796 876 აცრა.
მინიმუმ 1 დოზით ვაქცინირებულია 1 346 490 ადამიანი, 18 წელზე მეტი
ასაკის მოსახლეობის 46.9%.
სრულად ვაქცინირებულია 1 240 491 ადამიანი , 18 წელზე მეტი ასაკის
მოსახლეობის 43.2%.
"ბუსტერ" დოზით აცრილია 207 239.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“
ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან
დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მასალის გამოყენების პირობები