ახალი ამბები
კორონავირუსის 18 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 14 405 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 24 409 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი. 
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 526 205 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 348 581, გარდაიცვალა 15 771 პაციენტი.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 7 040 შემთხვევა, აჭარა - 825, იმერეთი - 2 014, ქვემო ქართლი - 734, შიდა ქართლი - 841, გურია - 565, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 902, კახეთი - 948, მცხეთა-მთიანეთი - 261, სამცხე-ჯავახეთი - 199, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 76.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Print