საქართველოში 5-12 წლამდე ბავშვებისთვის განკუთნილი ფაიზერის ვაქცინა
მეორე კვარტალში ხელმისაწდომი იქნება.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ
პარლამენტში განაცხადა.
"5-12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფისთვის ფაიზერის ვაქცინის
მოწოდებაზე მუშაობა მიდის და ვფიქრობთ, მიმდინარე წლის მეორე
კვარტლიდან ეს ვაქცინა ქვეყანაში ხელმისაწვდომი იქნება", -
განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, რომ 12 წლიდან ბავშვების
იმუნიზაციის მაჩვენებელი დაბალია. გაბუნიას ინფორმაციით, ამ ასაკობრივ
კატეგორიაში აქტიურობენ იმ ბავშვების მშობლები, ვისაც ქრონიკული
დაავადებები აქვს.
საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწდომია სამი ტიპის ვაქცინა: ფაიზერი,
სინოფარმი და სინოვაკი. იმუნიზაციის პროცესი 12-16 წლის ასაკის
ბავშვებში დასაშვებია.
16 თებერვლის მონაცემებით 12-15 წლის ასაკბრივ კატეგორიაში მინიმუმ 1
დოზით აცრილია 3 995 (2.25%) სრულად აცრილია - 3 010 (1.70%) მოზარდი;
16-17 წლის მოზარდებში მინიმუმ 1 დოზით აცრილია 12 487 (15.40%)
სრულად კი 10 986 (13.55%) პირი.
მასალის გამოყენების პირობები