ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 049
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 409 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 51 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 972 შემთხვევა, აჭარა - 1 317, იმერეთი - 2
854, ქვემო ქართლი - 842, შიდა ქართლი - 970, გურია - 710, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 1 272, კახეთი - 1 229, მცხეთა-მთიანეთი - 446,
სამცხე-ჯავახეთი - 307, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 130.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 480 841 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა1 289 168, გარდაიცვალა 15
628 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები