ბოლო 24 საათის განმავლობაში
საქართველოში კორონავირუსის კიდევ 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
22 517 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 21
ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი
შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 228 შემთხვევა, აჭარა - 303,
იმერეთი - 450, ქვემო ქართლი - 259, შიდა ქართლი - 207, გურია - 89,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 203, კახეთი - 210, მცხეთა-მთიანეთი - 27,
სამცხე-ჯავახეთი - 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ დროისთვის საქართველოში
კორონავირუსის 1 458 093 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის
გამოჯანმრთელდა 1 270 759, გარდაიცვალა 15 577 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ
კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.
მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ
გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში
დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი
შტამით.
მასალის გამოყენების პირობები