ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19
968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 23 675 კოვიდინფიცირებული
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 55 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 418 027 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 178 151 , გარდაიცვალა 15
459 პაციენტი.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია
სივრცეში.
ინფიცირების გაზრდილი მაჩვენებლების ფონზე საქართველოს მთავრობამ
მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გააუქმა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები