ჯანდაცვის სამინისტრო კორონავირუსის
ახალი შტამის გავრცელების პირობებში, იზოლაციის ვადის შემცირების
საკითხზე აქტიურად მსჯელობს.
ჯანდაცვის სამინისტრო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ამ საკითხზე მსოფლიო პრაქტიკის
გათვალისწინებით მსჯელობს, რომლის მიხდვითაც გარვეული პროფესიის
ადამიანებისთვის იზოლაციის ვადა 8-დან 5 დღემდე მცირდება.
შესაბამისად, გადაწყვეტილება დღეს უნდა იქნეს მიღებული.
რამდენიმე დღის წინ, საკოორდინაციო
საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ ინფიცირების შემთხვევების 95% "ომიკრონის"
შტამზე მოდის, რომელიც, ძირითადად, მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება.
პაციენტების უმრავლესობა მკურნალობს ბინაზე და მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობის მონიტორინგს ოჯახის ექიმები ახორციელებენ.
მასალის გამოყენების პირობები