ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 25 161
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 16 789 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გადაიცვალა კიდევ 51 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 25 161 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 11 857 შემთხვევა, აჭარა - 2 011, იმერეთი - 3
730, ქვემო ქართლი - 1 421, შიდა ქართლი -1 530, გურია - 642,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 577, კახეთი - 1 253, მცხეთა-მთიანეთი -
597, სამცხე-ჯავახეთი - 437, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -
106.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 375 615 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 141 231, გარდაიცვალა 15
351 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები