დღეის მდგომარეობით, ჰოსპიტალში ინფიცირებულთა 2.9% ანუ 6100 პაციენტი
მკურნალობს.
ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის
დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ
გაბუნიამ განაცხადა.
"აქტიური შემთხვევების ოდენობა 210 ათასს აღწევს. აქედან, პაციენტების
უდიდესი ნაწილი იმართება ბინაზე, მხოლოდ მცირე ნაწილი, 2.9% ანუ 6100
პაციენტი არის ჰოსპიტალურ ქსელში. მათ შორის, ინტენსიური თერაპიის
განყოფილებებში 1228 პაციენტი, ხოლო რეანიმაციაში 277. შემთხვევების
უდიდესი ნაწილი კვლავ ხასიათდება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის
მიმდინარეობით, რაც ბინაზე მართვას ექვემდებარება და ოჯახის ექიმები
153 ონლაინკლინიკაში მართავენ პაციენტებს ბინაზე'', -
განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბუსტერ დოზის მნიშვნელობაზეც
ისაუბრა. მისი თქმით, ვაქცინაცია მთავარი ინსტრუმენტია პანდემიასთან
საბრძოლველად.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 24
616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 18 221 კოვიდინფიცირებული
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 54 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 350 454 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 124 442, გარდაიცვალა 15
300 პაციენტი.
მასალის გამოყენების პირობები