ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 19 098
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 17 594 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარიაცვალა კიდევ 38 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 314 603 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 089 091, გარდაიცვალა 15
212 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 9 295 შემთხვევა, აჭარა - 1 456, იმერეთი - 2
988, ქვემო ქართლი - 1 008, შიდა ქართლი - 1 147, გურია - 417,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 233, კახეთი - 828, მცხეთა-მთიანეთი -
336, სამცხე-ჯავახეთი - 318, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 72.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები