ახალი ამბები
კორონავირუსის 3 თებერვლის სტატისტიკა
FaceBook
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის კიდევ 23 664 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 8 326 კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 42 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 250 108 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 038 391, გარდაიცვალა 15 102 პაციენტი.

თბილისში გამოვლენილია 11 543 შემთხვევა, აჭარა - 2 334, იმერეთი - 3 413, ქვემო ქართლი - 1 296, შიდა ქართლი - 1 115, გურია - 537, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 554, კახეთი - 851, მცხეთა-მთიანეთი - 472, სამცხე-ჯავახეთი - 462, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 87.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

Print