ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 17 265
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 947 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 34 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 162 773 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 001 275, გარდაიცვალა 14
945 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 8 980 შემთხვევა, აჭარა - 1 913, იმერეთი - 2
247, ქვემო ქართლი - 870, შიდა ქართლი - 679, გურია - 264, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 944, კახეთი -657, მცხეთა-მთიანეთი - 408,
სამცხე-ჯავახეთი - 266, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები