ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში
კორონავირუსის კიდევ 5 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 661
კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა კიდევ 36
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 984 802 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 924 072, გარდაიცვალა
14 395 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან:
თბილისში გამოვლენილია 3 479
შემთხვევა, აჭარა - 587, იმერეთი - 434, ქვემო ქართლი - 159, შიდა
ქართლი - 254, გურია - 130, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 199, კახეთი
-130, მცხეთა-მთიანეთი -84, სამცხე-ჯავახეთი - 85, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი -26.
.ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის
ტარება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან
მოქმედებს მწვანე პასპორტის სისტემა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები