ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 842
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 777 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 089 შემთხვევა, აჭარა - 474, იმერეთი - 437,
ქვემო ქართლი - 108, შიდა ქართლი - 157, გურია - 141, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 179, კახეთი -146, მცხეთა-მთიანეთი -52,
სამცხე-ჯავახეთი -48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -11.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 959 874 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 912 443, გარდაიცვალა 14 187
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები