აშშ-ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ,
"ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზის 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებში
გამოყენება დაამტკიცა და გამაძლიერებელი დოზის ინტერვალი ექვსიდან ხუთ
თვემდე შეამცირა.
სააგენტომ ასევე დაუშვა მესამე დოზა 5-დან 11 წლამდე ასაკის
ბავშვებისთვის, რომლებსაც სუსტი იმუნიტეტი აქვთ.
მედიის ინფორმაციით,
გადაწყვეტილებები ვირუსის Omicron ვარიანტის გავრცელებას
მოჰყვა.
"FDA-ს მიერ მონაცემების შეფასების
საფუძველზე, ამჟამად ავტორიზებული ვაქცინების "ბუსტერ" დოზა
უზრუნველყოფს უკეთეს დაცვას, როგორც "დელტას", ასევე "ომიკრონის"
ვარიანტებისგან", - განაცხადა FDA-ს ბიოლოგიური შეფასებისა და კვლევის
ცენტრის დირექტორმა.
აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და
პრევენციის ცენტრის (CDC) მრჩეველთა პანელი ცვლილებების განსახილველად
5 იანვარს შეიკრიბება.
მასალის გამოყენების პირობები