ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 514
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 711 კოვიდინფიცირებული კი
გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 930 544 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 890 733, გარდაიცვალა 13 707
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა, აჭარა - 232, იმერეთი - 304,
ქვემო ქართლი - 119, შიდა ქართლი - 108, გურია - 114, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 148, კახეთი -134, მცხეთა-მთიანეთი -62,
სამცხე-ჯავახეთი - 46, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები