ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1976
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 076 პაციენტი,
გარდაიცვალა 78 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 920 617 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 876 254, გარდაიცვალა 13 367
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 976 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 969 შემთხვევა, აჭარა - 145, იმერეთი - 246,
ქვემო ქართლი - 88, შიდა ქართლი - 117, გურია - 55, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 117, კახეთი -119, მცხეთა-მთიანეთი -57, სამცხე-ჯავახეთი -
40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -23.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები