საქართველოში არსებული ვაქცინების მარაგი აპრილამდე ვარგისია.
ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ
იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა.
"სამი თვე, ამდენი დროა, სულ მცირე, დარჩენილი იმისთვის, რომ
მათი ათვისება სრულად მოხდეს. ამავე დროს, მიმდინარეობს მოლაპარაკება
იმაზე, რომ დამატებითი დოზების მობილიზება მოხდეს, რომლებიც ვარგისი
იქნება უკვე მომავალი წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში და ასევე,
გვაქვს იმედი, რომ ახალი ვაქცინა, რომელიც შესაძლებელია ომიკრონის
პასუხად შეიქმნას, გახდება ჩვენთვის ხელმისაწვდომი" , -
განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ომიკრონის შტამი 20 დეკემბერს დაფიქსირდა, ამ დროისთვის
ქვეყანაში ომიკრონის შტამით 29 ინფიცირებულია.
"ომიკრონი" პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა
ქვეყნებშიც გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა,
"ომიკრონი" კიდევ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
ამ ეტაპზე საქართველოში სამი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაა:
ფაიზერი, სინოფარმი და სინოვაკი.
მასალის გამოყენების პირობები