საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის ''ომიკრონის'' ორი შემთხვევა
დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან
გამყრელიძის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა მოგზაურობას
უკავშირდება.
"ორივე საქართველოს მოქალაქეა, აქვთ მოგზაურობის
ისტორია,ერთს აშშ-ში მეორეს აღმოსავლეთ დუბაიში.
აქედან 11 გახლავთ უცხოელი, დანარჩენი საქართველოს მოქალაქეები. მათი
ჩაღრმავებული ეპიდკვლევა მიმდინარეობს.", - აცხადებს
ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორივე პაციენტს
აქვს დაბალი ტემპერატურა და სურდო. მისი თქმით, ორივე ბინაში
მკურნალობს.
"ომიკრონი" პირველად სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირდა, შემდეგ კი სხვა
ქვეყნებშიც გავრცელდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, საქართველოს გარდა,
"ომიკრონი" კიდევ მსოფლიოს 89 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
მასალის გამოყენების პირობები