ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 296
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 127
პაციენტი, გარდაიცვალა 45 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 910 456 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 863 076, გარდაიცვალა 13 116
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 296 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 600 შემთხვევა, აჭარა - 122, იმერეთი - 197,
ქვემო ქართლი - 85, შიდა ქართლი - 56, გურია - 34, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 64, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 31, სამცხე-ჯავახეთი -
31, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -5.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები