ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 123
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 215 პაციენტი, გარდაიცვალა
კიდევ 49 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 901 202 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 849 090, გარდაიცვალა 12 918
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 123 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 430 შემთხვევა, აჭარა - 243, იმერეთი - 481,
ქვემო ქართლი - 115, შიდა ქართლი - 211, გურია - 88, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 214, კახეთი - 160, მცხეთა-მთიანეთი - 96, სამცხე-ჯავახეთი
- 68, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -17.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია
სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების
სისტემა
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები