საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 1 527
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა - 4 588 , გარდაიცვალა 64
პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 879 368 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 822 108 , გარდაიცვალა 12
582 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში 775 გამოვლინდა, აჭარაში - 97, იმერეთში – 216, ქვემო
ქართლში – 71, შიდა ქართლში – 98, გურიაში – 23, სამეგრელო-ზემო
სვანეთში – 119, კახეთში – 65, მცხეთა-მთიანეთში – 32,
სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია
სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე პასპორტის
სისტემა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები