ახალი ამბები
მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 10%-ით გაიზარდა
FaceBook
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით 4,1 მილიონზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 52 ათასზე მეტი გარდაიცვალა.
ჯანმოს  განცხადებით, ინფიცირებულთა რაოდენობა 2%-ით, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 10%-ით გაიზარდა. ინფიცირების ახალი შემთხვევების 65% ევროპის რეგიონში აღინიშნა. შემთხვევათა ზრდა დაფიქსირდა აფრიკაში 79 %-ით, ხოლო ამერიკაში კი 21%-ით.

ამავდროულად, გასულ კვირას ინფიცირებულა მაჩვენებელი წყნარი ოკეანის დასავლეთ რეგიონში 10%-ით შემცირდა. კვირის განმავლობაში, 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა შეერთებულ შტატებში, სადაც კორონავირუსის 752 394 შემთხვევა გამოვლინდა.

მას მოსდევს გერმანია 396 429 შემთხვევით, დიდი ბრიტანეთი 310 696 ინფიცირებულით, საფრანგეთი- 283 500, ხოლო რუსეთი 231 240 დადასტურებული შემთხვევით. დადასტურებული შემთხვევებიდან 99.8% ,,დელტა“ შტამს ეკუთვნის. ბოლო მონაცემებით,“ ომიკრონ“ შტამი კი 57 ქვეყანაში დასტურდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.