საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ 4 100
ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი, გარდაიცვალა 67
ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 857 933 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 799 850 , გარდაიცვალა 12
258 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 100 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 658 შემთხვევა, აჭარა - 189, იმერეთი - 675,
ქვემო ქართლი - 247, შიდა ქართლი - 401, გურია - 111, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 302, კახეთი - 252, მცხეთა-მთიანეთი - 102,
სამცხე-ჯავახეთი - 134, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს
დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები