საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი
კიდევ 4 459 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 957 პაციენტი,
გარდაიცვალა 65 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 850 102 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 792 158, გარდაიცვალა 12 119
პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 459 ახალი
შემთხვევიდან:თბილისში გამოვლენილია 1 740 შემთხვევა, აჭარა - 186,
იმერეთი - 843, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 349, გურია - 136,
სამეგრელო - ზემო სვანეთი - 358, კახეთი - 260, მცხეთა-მთიანეთი -
128, სამცხე-ჯავახეთი - 171, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 31
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
მასალის გამოყენების პირობები