დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში 7
ნოემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 003 963 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 048 619 ადამიანი - მოზრდილი
მოსახლეობის 36.9 %. სრულად ვაქცინირებულია 952 248 ადამიანი -
მოზრდილი მოსახლეობის 33.3%.
ამავე მონაცემებით, 6 ნოემბერს 3 453 ადამიანი აიცრა.
აცრისთვის შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ
booking.moh.gov.ge-ზე.
საქართველოში ამ ეტაპზე ხელმისაწდომია სამი სახის ვაქცინა:
ფაიზერი,სინოფარმი და სინოვაკი.
წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, იმერეთში აცრა შესაძლებელია ქუთაისში,
ჭიათურასა და ზესტაფონში.
ქუთაისში წერეთლის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ამისთვის სპეციალური
სივრცეა გამოყოფილი.
პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე
იღებენ.
მასალის გამოყენების პირობები