დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24
საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 104 ადამიანს
დაუდასტურდა,
გამოჯანმრთელდა 4627 პაციენტი, გარდაიცვალა
67 ადამიანი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 752 855 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 688 781, გარდაიცვალა 10 435
პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“
ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან
დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მასალის გამოყენების პირობები