Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 337 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 703 281-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 26 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.12%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.91% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.80%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 137 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 642 701.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 873 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 337 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 412 შემთხვევა, აჭარა - 115, იმერეთი - 873,
ქვემო ქართლი - 356, შიდა ქართლი - 362, გურია - 92, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 279, კახეთი - 614, მცხეთა-მთიანეთი - 108, სამცხე-ჯავახეთი
- 89, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 37.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 26 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 265 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 38 206 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები