24 ოქტომბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 948 787 აცრა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გავრცელებული ინფორმაციით,
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 024 099 ადამიანი - მოზრდილი
მოსახლეობის 36.0 %, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 923 970 ადამიანი -
მოზრდილი მოსახლეობის 32.4%.
მათი ცნობით, 23 ოქტომბერს სულ ქვეყანაში აიცრა 4 209 ადამიანი.
აცრების სტატისტიკის მიხედვით, რაოდენობრივად ყველაზე მეტი აცრა
თბილისში გაკეთდა ( 2001), მას მოჰყვება იმერეთი (501) და
სამეგრელო-ზემო სვანეთი ( 404).
მასალის გამოყენების პირობები