დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24
საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 155 ადამიანს
დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2 507 პაციენტი.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 684 337 შემთხვევაა
დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 624 688, გარდაიცვალა 9 657
პაციენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 40 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 657 პირი
ემსხვერპლა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია
2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ
კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის
აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის
აქამდე უცნობი შტამით.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან
დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“
ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან
დაიწყო, „სინოვაკით“ იმუნიზაცია კი 24 მაისიდან.
მასალის გამოყენების პირობები