Pfizer-ის
ვაქცინის ბუსტერ დოზა გაუკეთდა იმ ადამიანებს, ვისაც ამავე წამლის ორი
დოზა უკვე მიღებული ჰქონდა, რამაც მაღალი ეფექტურობა აჩვენა",-
აცხადებენ ფარმაცევტულ კომპანია Pfizer-ში.
როგორც Pfizer ოფიციალურ
გვერდზე წერს, კლინიკური ცდების ბოლო ფაზაში გამოჩნდა, რომ ბუსტერ
დოზა კორონავირუსისადმი დამცველობას სრულად აღადგენს.
მისი მიღების შემდეგ, ადამიანებში
ვაქცინამ კორონავირუსისადმი 95.6% ეფექტურობა აჩვენა, განსხვავებით
მათგან, ვისაც ეს დოზა არ გაუკეთებია. იმ ადამიანებში ვინც მესამე
დოზა მიიღო, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 5 შემთხვევა
დაფიქსირდა, ხოლო იმათში, ვისაც ეს დოზა არ გაუკეთეს 109 შემთხვევა
დაფიქსირდა.
"ეს შედეგები გვაძლევს უფრო
დამარწმუნებელ მტკიცებულებას იმისა, რომ ბუსტერ დოზას აქვს სარგებელი,
რითაც გვსურს საზოგადოება კარგად დავიცვათ ვირუსისგან", -
ამბობს Pfizer - ის გენერალური დირექტორი
ალბერტ ბორულა.
საქართველოში ბუსტერ დოზით აცრა 50
წელს ზემოთ ადამიანებსა და მაღალი რისკის პროფესიების მქონე პირებს
შეუძლიათ. მესამე დოზას გაიკეთებენ უცხოეთში გამგზავრების
მსურველებიც.
მასალის გამოყენების პირობები