Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში
გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 5 219 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 675 771-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.11%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.79% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.02%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 348 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 619 285.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 588 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 219 ახალი
შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 775 შემთხვევა, აჭარა - 142, იმერეთი - 907,
ქვემო ქართლი - 375, შიდა ქართლი - 442, გურია - 104, სამეგრელო -
ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 879, მცხეთა-მთიანეთი - 104,
სამცხე-ჯავახეთი - 101, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 51.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 19 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 261 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 777 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები