Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 479 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 664 813-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 17 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.77%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
8.47% ხოლო 7 დღის მანძილზე - 9.07%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 374 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 614 855.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 42 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 510 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 479 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 869 შემთხვევა, აჭარა - 117, იმერეთი - 474,
ქვემო ქართლი - 128, შიდა ქართლი - 132, გურია - 50, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 220, კახეთი - 396, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი
- 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 18.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 17 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 258 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 836 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები