კორონავირუსი
ამირან გამყრელიძე - მეხუთე ტალღა დაწყებულია
FaceBook
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში კორონავირუსის ე.წ. მეხუთე ტალღა დაიწყო, რასაც გაუარესებული ეპიდსიტუაცია ადასტურებს.
"ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა დაწყებულია. რაც მთავარია, ის დაიწყო უფრო მაღალი ნიშნულიდან, ვიდრე მოსალოდნელი იყო. სამწუხაროდ, საკმაოდ რთული ეპიდსიტუაცია ყალიბდება. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა აჭარბებს 4 000-ს. გაზრდილია ინციდენტობის, დადებითობის მაჩვენებელი, ასევე ძალიან საყურადღებოა, რომ პერიოდულად არის მომატებული რეპროდუქციის ინდექსი, რაც მიანიშნებს იმას, რომ ინფექცია სწრაფად და ადვილად ვრცელდება. სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი განმარტებით, ახლა მოქალაქეების სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიხატება სწორედ იმაში, რომ მათ ჩაიტარონ ვაქცინაცია, ატარონ პირბადე, მოერიდონ მასშტაბური თავშეყრის ადგილებს და დაიცვან დისტანცია.

„ეს არის სიკვდილ - სიცოცხლის ბრძოლა, უხილავ მტერ ვირუსთან ომშია ქვეყანა. სამოქალაქო და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გავითავისოთ. ეს გამოიხატება შემდეგში: ყველამ უნდა ვატაროთ პირბადე დახურულ და ღია შენობებში, თავი უნდა ავარიდოთ ნებისმიერი მიზეზით დიდ შეკრებებს, უნდა დავიცვათ დისტანცია და ყველა უნდა წავიდეთ აცრაზე. ეს არის დღეს ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, თუ გვინდა, რომ ახალ წელს ქვეყანა შედარებით მშვიდად შეხვდეს და ახალ წლამდე დაახლოებით 2 ათასამდე ადამიანის სიცხოცხლე გადავარჩინოთ. აი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რადგან დღეს გარდაცვლილთა 98-99% აუცრელი ადამიანია. უნდა ვიცოდეთ, რომ აცრა გვიცავს ინფიცირებისგან, ჰოსპიტალიზაციისგან და სიკვდილიანობისგან. თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიცრებით ჩვენთვის, ჩვენი ოჯახებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის და ერთმანეთისთვის. უნდა ვატაროთ პირბადე, წავიდეთ აცრაზე, დავიცვათ დისტანცია და თავი ავარიდოთ დიდ შეკრებებს, მაშინ ქვეყანაში ე.წ. მეხუთე ტალღა შედარებით უფრო მსუბუქი იქნება, ვიდრე აგვისტოში იყო. თუ არადა, ძალიან მძიმე ნოემბერი იქნება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო დღეებში განმავლობაში კოვიდშემთხვევების რაოდეონობა  სამჯერ გაზრდილია. ასევე, მზარდია ინფექციით გარდაცვლილთა  ყოველდღიური მაჩვენებელი.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის
COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე
სოციალურ ქსელში წერს.
08:56 / 20.08.2022
სადღეისოდ თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მოსახლეობის COVID-უსაფრთხოება საიმედოდაა უზრუნველყოფილი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6
ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა
ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
16:00 / 17.08.2022
საქართველოში, გასულ  ერთ კვირაში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა, ჩატარდა 74 398 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 12 338 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 12 766 ადამიანი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.