საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4212 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა, გარდაიცვალა 38 ადამიანი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა
1 982 პირი.
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ვირუსი 649
407 ადამიანს დაუდგინდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 607 563 პირი,
ხოლო გარდაცვლილია 9 370 ადამიანი.
13 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის
8.0%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 7.21% ხოლო 7 დღის მანძილზე -
8.57%.
დღეს, ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების
4212 შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 272
შემთხვევა, აჭარა - 134, იმერეთი - 899, ქვემო ქართლი - 223, შიდა
ქართლი - 250, გურია - 100, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401, კახეთი -
702, მცხეთა-მთიანეთი - 99, სამცხე-ჯავახეთი - 99, რაჭა-ლეჩხუმი და
ქვემო სვანეთი - 33.
4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 1 675, აჭარაში - 433, იმერეთში - 1 189.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 088 პირი, მათ შორის, თბილისში - 351,
აჭარაში - 80, იმერეთში - 374. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
249 პირი, მათგან თბილისში - 139, აჭარაში - 18, იმერეთში - 27.
26 665 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 442 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები