Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24
საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 837 ახალი დადასტურებული
შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 ოქტომბრის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 586 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 332 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1
028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო
- ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80,
სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო
საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 279 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები